საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მე-7 სამეცნიერო კონფერენცია - "XIX საუკუნე - ეპოქათა მიჯნა"

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრა ტრადიციულად გამართავს რიგით მე-7  სამეცნიერო კონფერენციას - "XIX საუკუნე - ეპოქათა მიჯნა", რომელიც გაიმართება 2024 წლის 20 დეკემბერს თსუ-ში. კონფერენციის მონაწილეთა სტატიები (რედაქტირებული) დაიბეჭდება ამავე სახელწოდების სამეცნიერო ჟურნალში -"XIX საუკუნე - ეპოქათა მიჯნა" , #5. 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა  30 ნოემბრამდე. თეზისები უნდა გააგზავნონ კონფერენციის ორგანოზატორთან ასოც. პროფ. თამარ შარაბიძესთან შემდეგ მისამართზე:  tamar.sharabidze@tsu.ge  

იხ. თეზისების გაფორმების წესი:

1. ავტორის სახელი და გვარი ქართულად და ინგლისურად;
2. თეზისების სათაური ქართულად და ინგლისურად;
3. ორგანიზაციის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
4. ფაკულტეტის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
5. თეზისების ძირითადი ტექსტი (MS Word-ით)
ქართულად და ინგლისურად;
6. 3-5 საკვანძო სიტყვა ქართულად და ინგლისურად;
7. ფორმატი — A4
8. შრიფტი — UNICODE (Sylfaen)
9. თეზისების /სტატიის ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო, ახალი
გვერდიდან, 12 ზომის შრიფტით.
10. ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული
ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.
11. თეზისის მოცულობა: 300-300 სიტყვა თითოეულ ენაზე.
12. თავფურცელი გააფორმეთ შემდეგი თანმიმდევრობით:
· ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
· სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
· ორგანიზაცია, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
· ფაკულტეტის დასახელება — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
· ბოლოს — 3-5 საკვანძო სიტყვა.

თარიღი: 17/10/2024